left_sabechdi

ანალიტიკოსი ლაშა კასრაძე: აშშ-მა ვერ შეძლო პატარა ქვეყნების შემოყვანა თავის სისტემაში

აშშ-მა თავისი ლიბერალური ინტერნაციონალიზმისა და ინსტიტუციონალიზმის ხედვა ვერ განახორციელა ისე, როგორც მის გეგმაში იყო. ვერ შეძლო პატარა ქვეყნების შემოყვანა თავის სისტემაში. ამის ბრწყინვალე მაგალითია უკრაინა და საქართველო. აი, ეს ფუნდამენტური ცვლილება გამოცადა საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის ერთპოლუსიანმა მმართველობამ, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ, რომელმაც შეერთებული შტატების ბოლო წლების პოლიტიკაზე ისაუბრა.

„საბჭოთა კავშირის დაშლამ, ისეთ ზესახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, მისცა მწვანე შუქი მთელ მსოფლიოში, გამხდარიყო ერთპოლუსიანი სახელმწიფო, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უპირობოდ შეეძლო თავისი პოლიტიკის განხორციელება. ანუ, მას შეეძლო, შეცდომების დაშვება ისე, რომ საწინააღმდეგოდ არაფერი მოსვლოდა. ამას მოჰყვა ნეოლიბერალური და ნეოკონსერვატიული სისტემის კიდევ უფრო გაღრმავება და გავრცელება და ამ ყველაფერს იდეოლოგიზებული სახე მიეცა. ანუ, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, აშშ-ის საწინააღმდეგო იერარქიები, პრინციპში გაქრა. საქართველოს მიმართ ეს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გადაფარული იყო სწორედ ამ ნეოლიბერალური და ნეოკონსერვატიული ნარატივებით, რასაც ეწოდება დემოკრატიული მშვიდობის თეორია, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პატარა ქვეყნებიც უნდა გამხდარიყვნენ ნაწილი იმ დასავლური სისტემისა, რომელიც ჩამოაყალიბა საერთაშორისო არენაზე აშშ-მა.

დღეს ჩვენ ვხედავთ ფუნდამენტურ ცვლილებებს, ანუ გეოპოლიტიკისა და ისტორიის დაბრუნებას, რაც მიგვითითებს იმისკენ, რომ აშშ-მა ძირითადად, ეს თავისი ლიბერალური ინტერნაციონალიზმისა და ინსტიტუციონალიზმის ხედვა ვერ განახორციელა ისე, როგორც მის გეგმაში იყო. ვერ შეძლო პატარა ქვეყნების შემოყვანა თავის სისტემაში. ამის ბრწყინვალე მაგალითია უკრაინა და საქართველო. აი, ეს ფუნდამენტური ცვლილება გამოცადა საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის ერთპოლუსიანმა მმართველობამ“, – განაცხადა ლაშა კასრაძემ.

ასევე იხილეთ