left_sabechdi

ლევან გაჩეჩილაძე: 2008 წელს ვთქვი, რომ დიდი ეჭვი მაქვს, საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის უნდა ამერიკას-მეთქი, მაშინ პრორუსად შემრაცხეს და ახლა ჩამოიხსნა ყველამ ნიღაბი

„ჩვენი ქვეყანა იმდენად კარგ გეოპოლიტიკურ ადგილზე მდებარეობს, რომ ორი ძირითადი იმპერიის საბრძოლო ველია პირდაპირ გამოცხადებული 30 წლის განმავლობაში და პლუს ორი დამატებითი იმპერია ირანისა და თურქეთის სახით მეზობლები გვყავს, ასევე გვყავს აზერბაიჯანი და სომხეთი და მხოლოდ ჩვენ გვაქვს შავ ზღვაზე გასასვლელი”, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„2008 წელს ვთქვი, რომ დიდი ეჭვი მაქვს, საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის უნდა ამერიკას-მეთქი, მაშინ ეს რომ დაიწყო, პრორუსად შემრაცხეს და ახლა ჩამოიხსნა ყველამ ნიღაბი. აშშ უდიდესი იმპერიაა, მისი მთავარი პოლიტიკა რუსეთის დასუსტება და დაშლაა. შესაბამისად, უნდა, რომ ყველა ქვეყანა ამ პოლიტიკის ნაწილი იყოს.

ჩვენ, როგორც კი ამ პოლიტიკის ნაწილი ვხდებით, ძალიან ბევრს ვკარგავთ. ვკარგავთ ადამიანებს, ვკარგავთ მიწას, სინდისს, ნამუსს, ისტორიას, კულტურულ ღირებულებებს, რელიგიას და ყველაფერს.

უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, იდენტობა, ქართველობა. თუ ყველაფერი დავკარგეთ ერთი დიდი იმპერიის ინტერესების გამო, ამის მომხრე არ ვარ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შტურმი, რაც დასავლეთიდან მოდიოდა, იყო ცალმხრივი და არ იყო მხოლოდ ერთი პირის მოსაზრება. ვიცოდი, რომ არსებობდა განსხვავებული აზრიც. გზა გვაქვს იმისთვის, რომ ევროპაშიც შევიდეთ და დასავლეთშიც ინტეგრირებულები ვიყოთ“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე იხილეთ