საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის ვარაუდით, მოახლოებულ არჩევნებში სამ ოპოზიციურ პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. ერთი, რომელიც მდინარაძის თქმის, სამწუხაროდ, გარანტირებულად ლახავს ბარიერს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ორმა შესაძლოა გადალახოს, ან ვერ. ესენი არიან ე.წ. „ლელო“ და ე.წ. “ახალი“.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრის – გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”, მამუკა მდინარაძის აზრით, მას ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ აქვს.
„ღირსების ნატამალი როცა არ გაგაჩნია, მაშინ შეიძლება, რომ ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ! გუშინ ერთმანეთისთვის ისინი იყვნენ „თვალთხარია“ და „თაღლითი“ და დღეს იქნებიან პარტნიორები? მახსოვს გახარიას სიტყვები – „ლელო“ განაცებას უნდა გადავარჩინოო. „ლელო “განაცდა. გახარია არ სჭირდებოდა მაგათ. ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი იყო „ნაცმოძრაობის“ მმართველობიდან. მათ რეკეტს ხაზარაძე ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი -2”-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდები ე.წ. ორპოლუსიანობის საპირწონე საერთო პოლიტიკური ცენტრის შექმნას ცდილობდნენ. მათი გაერთიანების ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოლიტიკოსები 17 სექტემბერს, რეზიდენციაში მიიწვია. საბოლოოდ გაერთიანება ვერ შედგა, გახარიას პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, „მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია“.
ვრცლად გაზეთ „დაიჯესტის“ მეორე ნომერში