საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის აზრით, ქართული ოპოზიცია ღიად ვერ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, რადგან მათი პატრონები ყურს აუწევენ და ფულს აღარ ჩაურიცხავენ.
„ოპოზიცია იკვებება უცხოეთიდან, ჩვენ ვიკვებებით ჩვენი ხალხისგან. ჩვენ ლეგიტიმაციას ველოდებით ჩვენი ხალხისგან, ოპოზიცია ლეგიტიმაციას ეძებს უცხოეთში. ის უცხოური ძალა, არა ყველა, გვეუბნება რომ საქართველოში უნდა იყოს ერთსქესიანთა ქორწინება, როგორც ეს მიაღებინეს სამწუხაროდ, უკრაინაში, საბერძნეთში, ევროპის ქვეყნებში და ა.შ. ეს უნდათ ჩვენთან. ოპოზიციის წევრები პირდაპირ ვერ გამოდიან და ვერ ამბობენ, რომ დიახ, ისინი მომხრე არიან, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, მაგრამ ვერცსაწინააღმდეგოს ამბობენ, რადგან მათი პატრონები ყურს აუწევენ და ფულს აღარ ჩაურიცხავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“.