leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა 2004 წლის მოვლენებს იხსენებს: ბიჭები, რომლებსაც არ სცემეს ოსებმა, არ დაინდო სააკაშვილმა

 

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მინისტრის ყოფილი მოადგილე ლალი მოროშკინა 2004 წლის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მაშინდელი პროვოკაცია 2008 წლის აგვისტოს ომის ერთგვარი რეპეტიცია იყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ურთიერთობის გამწვავება ქართულ-ოსურ ურთიერთობაში 2004 წლის 31 მარტს დაიწყო. ამ დღეს გადაწყვიტა სააკაშვილმა ოსეთის “დასრულება”. ამ დროს გადაჰყავდა სააკაშვილს კონფლიქტის ზონაში თავისი მძიმე სამხედრო აღჭურვილობა, იქ სადაც ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ძალები და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ განლაგებულნი.

„სოფელ ერგნეთში მდებარეობდა ბაზარი, სადაც ვაჭრობდნენ ქართველი და ოსი ბიზნესმენები, სააკაშვილის ხელისუფლებამ ბულდოზერებით გადათელა მთლიანი ბაზრის ტერიტორია. ივნისსა და ივლისში ვითარება დაიძაბა, დაიწყო სროლები, მძევლების აყვანა და გზების გადაკეტვა. რუსეთსა და უცხოელ პარტნიორებს სიტუაციის დასტაბილურების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ უძლურები აღმოჩნდნენ, მასთან საუბარი არ გამოდიოდა“, – წერდა 2004 წლის მოვლენებზე ოსური პრესა.

(წყარო: ლალი მოროშკინას ინტერვიუ ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილთან)

ასევე იხილეთ