leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბათუმის მერიის განცხადებით, ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსები არ აშენდება

ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიის მიერ განზრახ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

საკითხი მშენებლობის თაობაზე არ განხილულა და არც ამჟამად განიხილება მერიასა თუ აჭარის მთავრობაში.

მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ გაავრცელებენ მცდარ ინფორმაციას და ნუ ეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ასევე იხილეთ