„საქართველოს ხელისუფლებას 2022 წლის მარტში ბაიდენის ადმინისტრაციიდან წამოსული და ბიძინა ივანიშვილთან კელი დეგნანის პირით მიტანილი დირექტივა რომ შეესრულებინა – რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნა და საქართველო მეორე უკრაინად გადაექცია, დღეს პრემიერ კობახიძეს, არა თუ ბაიდენთან კოლექტიურ ვახშამზე დაპატიჟებდნენ, არამედ პერსონალურ საზეიმო ვახშამს გაუმართავდნენ“, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ დასავალში“.
ჟურნალისტის აზრით, მძინე ჯო და მისი ადმინისტრაცია იმდენად სასაცილო მდგომარეობაშია, რომ სერიოზულად სჯერათ – თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვახშამზე არ დაპატიჟებენ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს სანქციებს დაუწესებენ, ქართველი ხალხი, იმის შიშით, ამერიკამ ზურგი არ გვაქციოსო, ხელისუფლებაში მკვლელების, მწამებლებისა და გამაუპატიურებლების ნაცბანდას დააბრუნებს.
მისივე აზრით, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ასეთი სასაცილო და უბადრუკი მეთოდით – ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვახშამზე არ დაპატიჟებით დასაჯოს და დაამციროს, სწორედ ის არის, რომ „ქართული ოცნება“ არ “გამოზელენსკდა” და საქართველო არ “გააუკრაინა”.
„ცალკე სასაცილო კიდევ ის არის, რომ ერთ დროს ძლევამოსილ იმპერიასა და მსოფლიოს ნამდვილ ჰეგემონს – აშშ-ს, საქართველოში მთავარ და ერთადერთ დასაყრდენად ბოკუჩავები, ვაშაძეები, გვარამიები, ხაზარაძეები და მათნაირი პოლიტიკური გვამები ჰყავთ“, – წერს ხუბუა.