დამოუკიდებელი ექსპერტის – მაია ნიკოლეიშვილის აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკის უნიჭო ხანუმად ჩამოყალიბდა.
„ეს ადამიანი, იმთავითვე, თავს მოხვეული იყო უცხო ძალების მიერ. სამწუხაროდ, მეც მათ შორის ვარ, ვინც „ოცნების“ ხათრით თავის დროზე ხმა მივეცით . დღეს იგი ქართული პოლიტიკის ხანუმად იქცა, ოღონდ, უნიჭო ხანუმად!“, – ამბობს მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე აზრით, არჩევნების წინა 2 კვირა პოლიტიკურად ძალიან დატვირთული იქნება. ბევრი კვანძი გაიხსნება და ფაქტები გამომზეურდება.
დამოუკიდებელი ექსპერტის აზრით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ გამოამჟღავნებს ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, დადებს გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ გეგმას, 26 ოქტომბრის არჩევნებში გარანტირებულად გაიმარჯვებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
„ეს ასე უნდა მოხდეს!“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.