ჟურნალისტი გია იაკობაშვილი ნინო ჟიჟილაშვილს არაკოლეგიალური ქმედებისა და მუქარის ტონის შემცველი განცხადებების გამო აკრიტიკებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ერთგვარ შარჟს უძღვნის.
„ აი, რატომ არ უნდა ეძახო: “უნიჭო ხარ, უტვინო ხარ, მოქცევა არ იცი… რას გავხარ, სარკეში ჩაიხედე… მეგობარი შენ არ გყავს
და ახლობელი… შენგან რა უნდა გამოვიდეს?! რატომ არ ბანაობ? ფრჩხილები მაინც დაიჭერი, ვაშლს ნუ ახრამუნებ, კიტრს ნუ ახრაშუნებ, ჩაი ჩუმად დალიე… შენგან ქალი არ დადგება!!!”
აგერ, ხომ დადგა? ადგა და დადგა! მთელ სამყაროზე გამწარებული, დაბოღმილი, შურისძიების გრძნობით აღვსილი, ჩასაფრებული…
ბოლომდე ეგრე დარჩება, ბოლომდე ეგეთი იქნება და ბოლომდე იქნება საცოდავი და უბედური.
და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჯერ ერთმა, შემდეგ მეორემ, მესამემ და ა.შ. სიმართლე უთხრეს: “შენგან რა უნდა გამოვიდეს… რას გავხარ, წიგნი მაინც გადაშალე”.
გადაშალა ერთი წიგნი და ბრიტანეთში მიიწვიეს, გადაშალა მეორე წიგნი და შვედეთში დაპატიჟეს, მესამე წიგნი იყო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, მეოთხე – ბუღაძის “პირველი რუსი”, მეხუთე – ახალაიას “სოხუმი ჩემი იერუსალიმი”.
ბოროტი ჯუჯა!!!
ახლა უკვე დაგვიანებულია კომპლიმენტები – “რა ლამაზი ხარ, რა ნიჭიერი”.
დაგვიანებულია და, თან, ტყუილიც მაგრად ტეხავს!“, – წერს გია იაკობაშვილი ნინო ჟიჟილაშვილზე.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის დეკანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი მისთვის მიუღებელ მედიაგამოცემებს დაბლოკვით ემუქრება. კერძოდ, კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც ელჩი ჰერჩინსკი განცხადებას აკეთებდა, „პოსტვ“-ს გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია „იმედს“ დაემუქრა – „მალე თქვენც დაიბლოკებით!“.