ლევან ნიკოლეიშვილი: რაც უფრო ახალ დეზინფორმაციას იგონებენ ცესკო-ს შესახებ, მით უფრო მეტ ფაქტებს დებს საარჩევნო ინსტიტუტი მათ გასაქარწყლებლად
„ცესკო-ს სრული გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი და მავნებლების მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ახალ ფაზაში შევიდა“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, რაც უფრო ახალ დეზინფორმაციას იგონებენ ცესკო-ს შესახებ, მით უფრო მეტ ფაქტებს დებს საარჩევნო ინსტიტუტი მათ გასაქარწყლებლად, რაშიც ნიკოლეიშვილი ამერიკული კომპანია „Pro V&V“-ს გულისხმობს, რომლის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს.
„ცესკო-ს სრული გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი და მავნებლების მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ახალ ფაზაში შევიდა – რაც უფრო ახალ დეზინფორმაციას იგონებენ ცესკო-ს შესახებ, მით უფრო მეტ ფაქტებს დებს საარჩევნო ინსტიტუტი მათ გასაქარწყლებლად.
ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საზოგადოების ინფორმირება ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე, ცხადია, ამას უცხოელებიც ხედავენ და ესმით, შესაბამისად მათ მიერ მომავალში შესაძლო პრეტენზიები მხოლოდ დაგეგმილი პროვოკაციად უნდა მივიჩნიოთ.
ცესკო-მ წარმოადგინა განსახორციელებელი აუდიტის გეგმა. შესაბამისად:
- საერთაშორისო არენაზე ცნობილი, დიდი რეპუტაციის მქონე ამერიკული კომპანია „Pro V&V“-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს;
* „Pro V&V“-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს,
* კენჭისყრის დღეს, ყოველ უბანზე ამოიბეჭდება ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად.
როგორც ცესკო განმარტავს, არჩევნების პროცესში შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკო-ს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.