leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის უბრალოდ არ არსებობს

„საქართველოში დღეს აბსოლუტური სიმშვიდეა. ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის არ არსებობს“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისივე თქმით, აშშ-ს შესაძლოა, საქართველოში ჰყავდეს 3 ათასი აქტივისტით დაკომპლექტებული რაზმი, რომლებიც ფინანსურად ვალდებულები არიან მათი დავალებები შეასრულონ.

„საერთაშორისო პარამეტრების მიხედვით, უსაფრთხოების დონით საქართველო მსოფლიოში მაღალ პოზიციაზე დგას და ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც უსწრებს. მინდა მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და ვუწინასწარმეტყველო – სამწუხაროდ, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ამერიკაში 6-7 ნოემბერს იყოს არეულობა და ეს იმ ამერიკაში, სადაც თითოეულ ოჯახს ერთი ან ორი სახეობის ცეცხლსასროლო იარაღი გააჩნია და სადაც რეალურად და არა ვირტუალურად საზოგადოება გაყოფილია და პარალიზებული. მთავარი კი ის არის, რომ ამერიკაში არ არის ამერიკის საელჩო და მოსახლეობას არ აფრთხილებენ, მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა საქართველოსი ჰყავდეს, რაზმი, რომელსაც უხდის ხელფასს და ავალდებულებს, რომ მისთვის განკუთვნილი როლი შეასრულოს. ეს არის რაზმი, რომელსაც ტრენინგებს უტარებდნენ შარშანაც და წელსაც. შესაძლოა, ეს რაზმი არ აღემატებოდეს სამი ათასს აქტივისტს, თუმცა საქართველო ამ სამი ათას აქტივისტზე დიდია და მეტია. გამორიცხულია, ცესკო-ს მოედავო 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებაში, თუნდაც ტექნიკურ კომპონენტში. ოპოზიციის და ჩვენი „მეგობრების“ წინასწარი ნარატივი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს. ამ დღეებში ავტორიტეტული ამერიკული კომპანია ტექნიკურ აუდიტს ჩაუტარებს იმ ელექტრონულ სისტემებს, რომლის მეშვეობითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს სისტემა თავად ამერიკელების რჩევით იქნა დანერგილი. დადებითი დასკვნის შემდეგ, საინტერესოა, რაზე იქნება დაფუძნებული რადიკალური ოპოზიციისა თუ გარე ძალების პრეტენზიები ვითომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. საქართველოში დღეს აბსოლუტური სიმშვიდეა. ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის რასაც, აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის არ არსებობს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

ასევე იხილეთ