leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის, ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად 20 მლნ ლარი გამოიყოფა

„რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა იწყებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება და აღნიშნულისთვის, ყოველწლიურად, 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადანაწილდეს სიკეთე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონზე და ამ კუთხით გაგრძელდება ინვესტიციების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, 400 მლნ იქნება მინიმუმ გამოყოფილი, მთის ფონდის ფარგლებში – 155 მლნ მინიმუმ და ასევე ჩვენ ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უკავშირდება გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამისთვის, ყოველწლიურად 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, უშუალოდ გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ