leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს კი, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1 იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება

„ბიუჯეტების ზრდა მოგვცემს ხელფასების ზრდის საშუალებასაც. საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო, ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა 10 %-იანი მაჩვენებლით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1 იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება.

„საბავშვო ბაღების პერსონალთან, სტანდარტული ზრდის მიღმა, დაგეგმილი გვაქვს 1 იანვრიდან სუფთა 100 ლარით ხელფასების ზრდა თითოეული თანამშრომლისთვის და იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც სტანდარტული ზრდის მიღმა 100 ლარით გაიზრდება 1 იანვრიდან მათი ხელფასები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ