“იმპიჩმენტი არის აუცილებელი. მისი ქმედებები განაპირობებს ამას”, – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა წამოწყებას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
„ყველამ უნდა იცოდეს – არა მარტო დღეს, მომავალშიც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის აბუჩად აგდება, ფეხქვეშ გაგდება და მრავალჯერადი დარღვევა უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საგანი, რადგან ქვეყანაში პირველია სწორედ კონსტიტუციური წესრიგი და შემდეგ არის ყველა სხვა პოლიტიკური მოტივაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს.