საფრანგეთი უკრაინას 2025 წლის პირველ კვარტალში Mirage 2000 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს გადასცემს. ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„Mirage 2000 უკრაინას. მიწოდება 2025 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი“, – დაწერა ლეკორნუმ.
მისი თქმით, ქალაქ კაზოსა და ჟირონდაში თვითმფრინავებს ჯერ ახალი ჰაერი – ხმელეთის ტიპის და რადიოელექტრონული საწინააღმდეგო ტექნიკით აღჭურავენ და შემდეგ გადასცემენ უკრაინას.