აფხაზეთის ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორი, გია ყარყარაშვილი ქართველ-ოს და აფხაზ მოსახლეობას შორის შერიგების აუცილებლობასა და სიძულვილის დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი შეფასებით, მოდის ახალი თაობა, რომელმაც არ იცის სიძულვილი, რაც საამაყოა.
„მოდის თაობა, რომელმაც არ იცის სიძულვილი. სიძულვილით გამარჯვების მე არ მწამს. დღესდღეობით ისეა, რომ ჩვენი გზები გაიყო, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ამერიკისკენ, ისინი რუსეთისკენ წავიდნენ, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეთ, მაინც ერთ მიწაზე ვართ, გვერდიგვერდ. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. ჩვენზე უკეთესი თაობა, თავისუფლებაში დაბადებული, ამ სიძულვილს გარიდებული, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში სუფევს, ამასაც თუ დაამარცხებს, ქართველი კაცი ყველა გზას გაიკვალავს“, – განაცხადა გია ყარყარაშვილმა გადაცემა „სიმართლის დროში“ სტუმრობისას.
გადაცემა ჩაწერილია 2022 წელს, სადაც გია ყარყარაშვილი საუბრობს ქართველთა და აფხაზთა შორის მშვიდობიანი შერიგების უალტერნატივობაზე.