leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კახიანი: საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც მაღალ შედეგს აჩვენებს, აბსურდია

საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც მაღალ შედეგს აჩვენებს, აბსურდია,” – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი კახიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს.

მისი თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა შეიძლება იყოს 17-18 პროცენტი.

რეალურად დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა შეიძლება იყოს 17-18 პროცენტი და არც არანაირი რესურსი ამ გუნდს, რომ ეს მხარდაჭერა გაეზარდოს, არ აქვს. რაც შეეხებათ დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებს, მათი მაქსიმუმია და რისთვისაც ესენი იბრძვიან, ეს არის რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ასევე იხილეთ