ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორისაა: 9 მილიონი ლარის განკარგვა სხვადასხვა ადამიანებისთვის ძვირფასი საჩუქრების ყიდვაზე. იუშჩენკოს აბანოში წაყვანის გარდა, არის კიდევ წივილ-კივილა ნაცი დეპუტატებისთვის შეძენილი ოქროს სამკაულების ჩამონათვალი.
„სახელმწიფო ბიუჯეტი არ უნდა იხარჯებოდეს სააკაშვილის ქალების ძვირფას სამკაულებში!“ , – ამბობს მძინარაშვილი.
იგი ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.
„ის არ არის პოლიტპატიმარი! გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის, რომელიც ეხება ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს, გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას. სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა!“, – აცხადებს ბონდო მძინარაშვილი გაზეთ „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.