leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: სააკაშვილმა ადამიანებს ბედნიერება წაართვა, 20-21 წლის ბიჭები ძაღლებივით ჩახოცეს!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს პატიმარ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს და ამბობს, რომ იმ დროს ნაწამები ხალხის ოჯახის წევრებს სააკაშვილის დაპატიმრება ვერ გააბედნიერებს! მძინარაშვილის თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმარი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია.

„ სააკაშვილის დაპატიმრება იმ ადამიანებს ბედნიერს ვერ გახდის, ვისი ოჯახის წევრებიც მისმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა შეიწირა! თამაზ მოლაშვილი ბედნიერი ვერ იქნება! ის შვილიშვილების ბედნიერებით უნდა ხარობდეს და არა შვილის მკვლელის დაპატიმრებით! სააკაშვილის დაპატიმრება ვერ შეუმსუბუქებს ტკივილს ვაზაგაშვილების ოჯახს! გამცემლიძეების ოჯახს! სერგო თეთრაძის ოჯახს! ია მეტრეველს და სოსო რობაქიძეს! ციცინო შავაძეს რა უნდა შეუმსუბუქოს, ქმარი, როინ შავაძე წამებით მოუკლეს.
„სააკაშვილმა ცოცხლად რომ დაიწვას თავი, ეს ადამიანები ბედნიერები ვეღარ იქნებიან იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ბედნიერება წაართვა. ბედნიერება წაართვა რუსუდან შარაძეს! გურამ შარაძე მოკლეს და მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე საათით დემონსტრაციულად დატოვეს, გამვლელ-გამომვლელს აყურებინეს. ლია კრიალაშვილი როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს, როდესაც ძმა მოუკლეს ასე უმოწყალოდ. ართმელაძე, გორგაძე და სურმანიძე- სრულიად უდანაშაულო 20-21 წლის აჭარელი ბიჭები ნავთლუღში ძაღლებივით ჩახოცეს! როგორ შეიძლება მათი მშობლები ბედნიერნი იყვნენ?!“, – აცხადებს მძინარაშვილი გაზეთ „დაიჯესტთან“ ინტერვიუში

ბონდო მძინარაშვილი იხსენებს, თუ როგორ ექცეოდნენ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ ადამიანებს, რომლებიც დემონსტრაციულად შიმშილობდნენ და მრავალ უკანონობას ამ გზით აპროტესტებდნენ.

„იმდენი ხანი უნდა ეშიმშილა, სანამ შიმშილისგან სული არ გასძვრებოდა! ძალიან ბევრი ადამიანი მისი მმართველობის დროსაც შიმშილობდა, შემდეგ სადისტურ რეჟიმს მოშიმშილე, დასუსტებული, დაოსებული ადამიანები აბანოში მიჰყავდათ და ცემაში სულს ხდიდნენ! მერე კი მორგში გვამებზე აბამდნენ! ეს იმ რეჟიმის ხელმძღვანელია, რომელმაც რომან შამათავას მეშვეობით გაიყვანეს ადამიანები და დახვრიტეს, ფეხზე გამოაბეს ლოდი და გადააგდეს ზღვაში. ოჯახებს მიცვალებულიც არ ჰყავთ“, – იხსენებს ბონდო მძინარაშვილი.

ვრცლად გაზეთ „დაიჯესტის“ პირველ ნომერში

ასევე იხილეთ