leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბიჭები კვალავ ერთად – კადრები შეკრებიდან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება.

“ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან”, – ამბობს ერონვული ნაკრების წევრი ოთარ კაკაბაძე.

“გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად”, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

ასევე იხილეთ