ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტს იყენებს.
„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ზოგიერთი იმედოვნებს [არჩევნების] შედეგების გაუქმებას. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე. ეს სახიფათო პროცესია. ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან. 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი. მათ ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ. ეს მამაცი ერი თავად აირჩევს თავის ბედს“, – აღნიშნა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.
მან ასევე ისაუბრა ღია საზოგადოების ფონდის როლზე და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ 85 მილიონი ევრო დახარჯა საქართველოში 1994 წლიდან.