leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჰანს ნოიჰოფი ევროპარლამენტარებს: თქვენ გეშინიათ დემოკრატიის საქართველოში. თქვენთვის მიუღებელია, როდესაც რომელიმე ქვეყანა თქვენს ცისარტყელას პროპაგანდას უარყოფს

„პატივი ეცით საერთაშორისო სამართალს, პატივი ეცით საქართველოს სუვერენიტეტს, პატივი ეცით საქართველოს უნარს, მიიღოს საკუთარი კანონები”, – განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

„ჩემი კოლეგები მარცხენა ფრთიდან აღშფოთებულნი არიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იმ კანონით, რომელიც მოზარდებსა და მცირეწლოვნებს იცავს. წაგიკითხავთ მაინც ეს კანონი? საერთოდ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ რეზოლუციას გაამართლებს. თქვენ გეშინიათ დემოკრატიის საქართველოში. თქვენთვის მიუღებელია, როდესაც რომელიმე ქვეყანა თქვენს ცისარტყელას პროპაგანდას უარყოფს და ამბობს, რომ ორი სქესის სისტემა არის ოჯახის საფუძველი“, – აღნიშნა ჰანს ნოიჰოფმა.

ასევე იხილეთ