leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუკუნის აფიორა გათამაშდა, რამაც ერთი დღესაც ვერ გაძლო და 2-3 დღეში საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი

 

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გასული წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს „საუკუნის აფიორას” უწოდებს.

ერთი წლის წინ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუკუნის აფიორა გათამაშდა, თუმცა ამ საუკუნის აფიორამ ერთი დღეც ვერ გაძლო. აღსანიშნავია, რომ ამ თემაში ჩაერთნენ წარმოუდგენლად მაღალი თანამდებობის პირები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი დღეში რამდენჯერმე აწყობდა ბრიფინგს და საუბრობდა არა უკრაინაში ომზე, არა ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობაზე, რომელიც მაშინ პიკში იყო, არამედ ლაპარაკობდა ამ კანონპროექტზე, რომელიც იყო ამერიკული „ფარას“ შერბილებული ვარიანტი, გადმოტანილი ქართულ რეალობაში. იყო მეორე ვარიანტიც, სხვათა შორის, ამერიკული კანონის ანალოგი და მასაც დაარქვეს „რუსული კანონი“.

ამ მოვლენების ერთი წლის თავზე ვუსმენდი კომენტარებს, ერთ-ერთ არხზე გამოდიოდა ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და აბსოლუტურ ტყუილებს ამბობდა. უტიფრად იჯდა და ამბობდა, რომ ამერიკული კანონი მიღებული იყო იმიტომ, რომ ის მიმართული იყო ფაშიზმის წინააღმდეგ და დღეს ამერიკული კანონი მიმართულია მხოლოდ კონკრეტული დაფინანსების წინააღმდეგ, რომელიც მოდის მაგალითად, რუსეთიდან და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს წყარო დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლებასთან. სხვა წყაროებიდან შესულ თანხებს კანონი არ ეხება. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ “ფარას” მეშვეობით „ფორმულას“ მიერ ერთ-ერთი ლობისტური კომპანიის დაფინანსება გახდა გამჭვირვალე, ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილისა და დედამისის მიერ ლობისტური კომპანიები დაფინანსება გახდა საჯარო,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტმა თავისი საქმე შეასრულა, პირველ რიგში იმით, რომ დღეს ყველამ ყველაფერი იცის და ვეღარ მალავენ ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები და ვერც დონორები, რაში იხარჯება ფული.

ჩვენთან არ უნდოდათ ამ კანონის მიღება იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახერხებენ გაუმჭვირვალე დაფინანსებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსებას საქართველოში. ამ კანონპროექტმა თავისი საქმე შეასრულა, პირველ რიგში იმით, რომ დღეს ყველამ ყველაფერი იცის და ვეღარ მალავენ ვერც „ენჯეოები“ და ვერც დონორები, რაში იხარჯება ფული.

მეორეც, როდესაც მათ ვამხელთ, უწევთ უკან დახევა და გარკვეულწილად მობოდიშება, თითქოს არ იცოდნენ, ან ასე არ უნდა გავიგოთ და იძულებულნი ხდებიან საკითხებში შეიტანონ გარკვეული კორექტირება. თუმცა, ასე ადვილად, რა თქმა უნდა, თავის ჩვევებს არ მოიშლიან – როდესაც მიზანი აქვთ სახელმწიფო გადატრიალება, ეს მიზანი დარჩება. უბრალოდ, უფრო მეტად უწევთ ამის შეფარვა. მთავარი და კარგი, რაც გააკეთა ამ არმიღებულმა კანონმა იყო ის, რომ საზოგადოება აიცრა ასეთ ტყუილებზე, აფიორებზე და დღეს, რაც უნდა იძახონ „რუსული კანონი“, თუნდაც იგივე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემასთან დაკავშირებით, უკვე საზოგადოება აღარ იჯერებს ამას” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ