leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია ცაგარეიშვილი: ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ – მეორე დღისთვის, მუშტი-კრივისთვის, ქვეყნის პარალიზებისთვის, მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის, პარლამენტის შტურმისთვის, ლანძღვა-გინებისთვის

“ჩვენთან ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ მეორე დღისთვის, მუშტი-კრივისთვის, ქვეყნის პარალიზებისთვის, ემზადება მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის, პარლამენტის შტურმისთვის, ლანძღვა-გინებისთვის და ამაში ხელს უწყობს ათასი შინაური თუ გარეშე მტერი,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არეულობისთვის მომზადებაში ხელს უწყობს ათასი შინაური თუ გარეშე მტერი.

ნორმალურ ქვეყნებში, ცივილიზებულ საზოგადოებაში, საითაც ჩვენ მივისწრაფვით, ევროკავშირს ვგულისხმობ, ოპოზიცია ემზადება მოგებისთვის და შემდეგ ემზადება იმისთვის, რომ ქვეყანას ჩაუდგეს სათავეში და მართოს ქვეყანა. ჩვენთან ოპოზიცია ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. სადმე გაგიგიათ ასეთი რამე? ჩვენთან ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ – მეორე დღისთვის, მუშტი-კრივისთვის, ქვეყნის პარალიზებისთვის, ემზადება მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის, პარლამენტის შტურმისთვის, ლანძღვა-გინებისთვის და ამაში ხელს უწყობს ათასი შინაური თუ გარეშე მტერი“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე იხილეთ