leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე რობინ დანიგანის განცხადებაზე: რაო, ქალბატონო ელჩო, მიხვდით, რამხელა ორმოში ჩაგივარდათ ფეხი?! შეიძლება არა, აუცილებლად „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და ძალიან დიდი ანგარიშით

„რაო, ქალბატონო ელჩო, მიხვდით, რამხელა ორმოში ჩაგივარდათ ფეხი?! შეიძლება არა, აუცილებლად „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და ძალიან დიდი ანგარიშით“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს, ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს“.

ქადაგიძე დანიგანს მიმართავს, დააოკოს არასამთავრობოები, გავლენის ბენეფიციარები, რადიკალები და მოდუნება ურჩიოს მათ, რათა ადვილად შეეგუონ არჩევნების შედეგებს.

„მისალოცი ამბავია, ნოდარა მელაძისთვის ჩამოურთმევიათ „აიტიშნიკობა“…

რაო, ქალბატონო ელჩო, მიხვდით, რამხელა ორმოში ჩაგივარდათ ფეხი?!

შეიძლება არა, აუცილებლად „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და ძალიან დიდი ანგარიშით.

შეგიძლიათ დააოკოთ თქვენი არასამთავრობოები, გავლენის ბენეფიციარები, რადიკალები და მოდუნება ურჩიოთ, ადვილად რომ შეეგუონ არჩევნების შედეგებს.

მადლობა, ნახვამდის!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ასევე იხილეთ