ფეხბურთში საქართველოს ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-თან ვრცელ ინტერვიუში იხსენებს იმ შეგრძნებებს, რომელიც „ევრო 2024“-ზე საკუთარი კერპის წინააღმდეგ თამაშისას მიიღო.
„ევრო 2024“-ზე პორტუგალიასთან გამართული შეხვედრა უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო. ვითამაშე ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი და ვაღმერთებდი. შეხვედრის დაწყებამდე ჩემს თავს ვუთხარი, შენი მომენტი დგას-მეთქი და ვიცოდი, რომ აუცილებელი იყო საკუთარი უნარები მოედანზე წარმომეჩინა. საკუთარი კერპის წინააღმდეგ ასპარეზობა უდიდესი მოტივაცია და საოცარი შეგრძნებაა. რონალდო ჩემთან მოვიდა და წარმატება მისურვა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და მჯეროდა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. იმ საღამოს ყველაფერი გავიღე და ჩემს ქვეყანას ისტორიული შედეგის დაფიქსირებაში დავეხმარე“, – აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრების მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ ბოლო თვეებში ბიჭებმა აჩვენეს, რომ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს ბევრად მეტი შეუძლია.
„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ოცნება რეალობად ვაქციოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვჯერა მიზნის მიღწევა შეგვიძლია და მთავარი სწორედ ესაა. გარდა ამისა, გვაქვს უნარი და ხასიათი, რომ ოცნება ავიხდინოთ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
წყარო: crystalsport.ge