ზურაბ ქადაგიძე: გროშის ფასიც აღარ აქვს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებს, რასაც კუბილიუსის ჯგუფი იღებს, უფრო მეტიც, ამ სამარცხვინო აქტებით, საკუთარ აგენტურას გამოუტანეს განაჩენი და 26 ოქტომბერს მიიღებენ პირველ სილას ქართველი ხალხისგან
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ „გროშის ფასიც აღარ აქვს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებს, რასაც კუბილიუსის ჯგუფი იღებს.“ მისივე თქმით, ეს რეზოლუცია იმავე ფასისაა, რაც სააკაშვილის გაყალბებული სამედიცინო დასკვნები ღირს.
„გროშის ფასიც აღარ აქვს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებს, რასაც კუბილიუსის ჯგუფი იღებს. ეს რეზოლუცია იმავე ფასისაა, რაც სააკაშვილის გაყალბებული სამედიცინო დასკვნები ღირს და მეტიც – არანაირი განსხვავება, იმ უცხოელ ექსპერტს, რომელსაც მიშას ბიოლოგიური მასალა გამოჰქონდა ჩუმად და კუბილიუსის ბიოლოგიურ მასალად ქცეულ შეხედულებებს შორის, აღარ არსებობს! უფრო მეტიც, ამ სამარცხვინო აქტებით, საკუთარ აგენტურას გამოუტანეს განაჩენი და 26 ოქტომბერს მიიღებენ პირველ სილას ქართველი ხალხისგან!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.