აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ “ოცნების” ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის მომწყობებს ე.წ. ნიურნბერგის პროცესი ელოდებათ.
“დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს, ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.