leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ახმეტის მუნიციპალიტეტში გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლების: ჯოყოლოს, დუისის, ომალოს, ქვემო და ზემო ხალაწანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე ისაუბრეს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა – მოწესრიგდა სპორტული, საგანმანათლებლო, წყლის და გზების ინფრასტრუქტურა.

მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, დელეგატის თქმით, მათი გათვალისწინება შემდეგი ეტაპის განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში აუცილებლად მოხდება.

ასევე იხილეთ