leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

„ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ვინაიდან იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე.

„მოგეხსენებათ, 20 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება და ახლა გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება ეს დასკვნა. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თავისთავად, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში. ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ