leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვილი სანიოლმა ურჩია თავის ყოფილ კლუბს დაჰკვირვებოდნენ ზურიკო დავითაშვილს

ფრანგული გამოცემა Jenuesfooteux „სებრ-ეტიენის“ ქართველი შემტევის , ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს:

მილიონი ფეხბურთელისთვის, რომელიც ლიგა 2-ის დონესაც კი ძლივს აკმაყოფილებდა? ამას ფიქრობდა ყველა, როდესაც „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, „ბორდოსგან“ ზურიკო დავითაშვილი 5 მლიონ ევროდ შეეძინა. თუმცა ვილი სანიოლმა კარგად იცოდა ზურიკოს შესაძლებლობები და სწორედ მან ურჩია ყოფილ კლუბს, დავითაშვილს დაჰკვირვებოდნენ. გაამართლა თუ არა ამ არჩევანმა? სეზონის სტარტზე ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ახლა ამ დისკუსიას წერტილი დაესვა.
23 წლის ქართველი ვითარდება და უმატებს, ხოლო „ოსერის“ კარებში მის ჰეთ-თრიკზე უკვე ყველაფერი დაიწერა. ასე რომ, „სენტ-ეტიენი“ არ შეცდა, როდესაც ზურიკო დავითაშვილი „ჟოფრუა გიშარზე“ მოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე ზაფხულში „ბორდოდან“ გადავიდა. ქართველმა შემტევმა „ოსერთან“ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

„მას დიდებული რაღაცების კეთება შეუძლია. პროვოცირება კარგად გამოსდის და როცა მას ბურთს ესვრიან, რთული გასაგებია რის გაკეთებას აპირებს. მისი წაქცევა რთულია. მას კარგი ტექნიკა აქვს, სწრაფად დარბის, არ ეშინია თამაშის, ბურთის წართმევის“, – განაცხადა დენის აპიამ One Football-თან ინტერვიუში.

წყარო: crystalsport.ge

ასევე იხილეთ