leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილის ვეტო პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ის აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს

„სალომე ზურაბიშვილის ვეტო პირდაპირ მიუთითებს, რომ ის აგრძელებს იმ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გატარებას, რომელიც პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის ნარატივში ჯდება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ამ კანონპროექტზე ვეტოს დადება პროცესიის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობაა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დაუსაბუთებელია და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში ამგვარმა კანონპროექტმა არ იმუშავა.

კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროს უკვე წარედგინა. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს.

ასევე იხილეთ