პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა!
ოპოზიციის იდეოლოგები გასაქცევად ბარგდებიან (სიაშიც ამიტომ არ არიან). ეს მოხდება 20-ში დაგეგმილი მსვლელობის მერე.
ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზს ამზადებს.
სალომე კენწეროში გატკბილდება.
აშშ-ის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა(დადებითად).
ევროპარლამენტარები „ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს (ესეც გეგმის ნაწილია).
რუსეთ-უკრაინის ომი სრულდება უმძიმესი შედეგებით უკრაინისთვის.
ბაიდენ-პუტინმა თავისი საქმე დაასრულეს, რაც მთავარია, აშშ-მ უპრობლემოდ გაიტანა უკრაინიდან ამიაკი, რომლის გამოც დაიდგა ბოლო სპექტაკლი.
კავკასია თავისუფლდება აშშ-ის გავლენებისგან.
ჩინეთი თავის ერთადერთ გზას NATO-ს ბაზების ავლით შუა აზია-საქართველო- თურქეთი-ევროპას კოსმოსიდან აკონტროლებს.
ახლო აღმოსავლეთი არც ისე ახლოა.
ანაკლიის პორტს აფხაზეთის დაბრუნება მოჰყვება.
რამდენიმე ხმაურიანი დაჭერის მომსწრე გავხდებით.
პატრიარქი, როგორც ყოველთვის, თავის დანაპირებს აასრულებს!
ოხ, როგორ გაგიკვირდებათ ბევრს, რა მოხდება 26-ის მერე!
დილა მშვიდობისა, საქართველო!“ – წერს ლალი მოროშკინა.