leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლეგ ფედორჩუკი: მამარდაშვილისა და კვარაცხელიას მსგავსი უკრაინას 5-6 ფეხბურთელი მაინც ჰყავს

უკრაინელი მწვრთნელის – ოლეგ ფედორჩუკის აზრით, ვარსკვლავები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2 – მამარდაშვილი და კვარაცხელია ჰყავს, მაშინ, როდესაც მათი მსგავსი უკრაინის ნაკრებში 5-6 ფეხბურთელი მაინც არის.

როგორც ფედორჩუკი ამბობს, საჭირო არაა მედიამ აქცენტი უკრაინელთა დანაკლისზე გააკეთოს, რადგან საქართველოს სულაც არ ჰყავს ისეთი ძლიერი შემადგენლობა, რომ უკრაინამ სანიოლის გუნდის დამარცხება დანაკლისითაც ვერ შეძლოს.

“არ მომწონს, ყურადღებას იმ ფეხბურთელებზე რომ ამახვილებენ, რომლებიც სერგეი რებროვს არ ეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ჩვენისთანა ვარსკვლავები საქართველოს ნაკრებში სულ ორი თუ მოიძებნება, – ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი. ასეთი ჩვენ 5 ან 6 კაცი გვყავს. საკუთარი კოზირები კარგად უნდა გამოვიყენოთ. უკრაინამ ბოლო პერიოდში ბევრ მეტოქესთან “გაისროლა” და ეს უნდა გვახსოვდეს”, – თქვა ფედორჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-უკრაინის თამაში ხვალ, 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება.

ასევე იხილეთ