არჩილ გორდულაძე: წარმოუდგენელია, ნებისმიერმა ამომრჩეველმა, გონიერმა, მოაზროვნე, საქართველოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს ისეთ მავნებელ, დანაშაულებრივ ძალას, რომელსაც ზოგადად კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ჰქვია
“წარმოუდგენელია, ნებისმიერმა ამომრჩეველმა, გონიერმა, მოაზროვნე, საქართველოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს ისეთ მავნებელ, დანაშაულებრივ ძალას, რომელსაც ზოგადად კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ჰქვია”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
მისი შეფასებით, ოპოზიცია ქართველი ხალხის მოტყუებას ცდილობს.
„ცდილობენ, რომ როგორმე თავიანთი ამომრჩევლების რაოდენობა გაანაწილონ. ეს ყველაფერი არის პირდაპირი მნიშვნელობით, მართული გარე ძალების მიერ, არის კონკრეტული დავალება და ამ დავალების შესაბამისად მოქმედებენ.
რაც მთავარია, უნდა ვთქვათ, რომ წარმოუდგენელია, ნებისმიერმა ამომრჩეველმა, გონიერმა, მოაზროვნე, საქართველოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს ისეთ მავნებელ, დანაშაულებრივ ძალას, რომელსაც ზოგადად კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია. უფრო კონკრეტულად კი მაგალითად, ხაზარაძე-ჯაფარიძის კოლექტივს, გახარიას კოლექტივს, რომელსაც შემოკრებილი ჰყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ნაწილი იყო, ადამიანები, რომლებიც არიან პირდაპირ დავალებების შემსრულებლები.
ეს ყველაფერი საერთო ჯამში არის შეკრების მცდელობა, რომ როგორმე თავიანთი ამომრჩევლების მობილიზება მოახდინონ, როგორმე მოატყუონ ქართველი ხალხი და ამ ტყუილების ფონზე შეძლონ, რომ როგორმე ბარიერს მიუვიდოდნენ მაინც, ეს არ გამოსდით”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.