,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ისანში, „დირსის“ კომპლექსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ისანში, „დირსის“ კომპლექსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტი, ყოველთვის იყო და არის იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობა. ამის ნათელი მაგალითია „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ასეულობით ოჯახისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ბინა და უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი კვლავაც გრძელდება,“- განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.