გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვაწვდიდით და მივაწვდით იარაღს (ისრაელს). ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იარაღის მიწოდებას მომავალშიც უზრუნველყოფს“, – თქვა შოლცმა გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლის დროს.
შოლცის მთავრობა არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. გერმანელი ოპოზიციონერები ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის სათანადოდ ვერ უჭერს მხარს ისრაელს და იარაღის, აღჭურვილობის საექსპორტო ლიცენზიას დროულად არ გასცემს.