„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ახალქალაქის სოფლების: მაჭატის, კორხის, თოთხამის, არაგვას, ხანდოს, ვარევანის, ალასტანის, გოკიოსა და ორჯას მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, ამავე დროს ხაზი გაუსვა ქვეყანაში მშვიდობის არსებობის აუცილებლობას და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ.
“ჩვენი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!“,-განაცხადა სამველ მანუკიანმა.