კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, აწ-გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მამა – თამაზ მოლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებს იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილი გიგა ბოკერიას დასაპატიმრებელი ადამიანების სიაში ჰყავდა შეყვანილი.
„როდესაც ნაციონალები ხელისუფლებაში მოვიდნენ, სულხანს მისმა თანამშრომელმა პირდაპირ უთხრა – გიგა ბოკერიამ დასაჭერი ადამიანების სია მაჩვენა და მასში შენ იყავიო. წარმოიდგინეთ, ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება. მაშინ რა გააკეთეს და ახლა ამ დაბოღმილ გულზე რას იზამენ?“, – აცხადებს თამაზ მოლაშვილი.