,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის სოფელ ქუთლიარის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე
. დელეგატის თქმით, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ კვლავ ღირსეულად გაიმარჯვებს, რაც საქართველოს სტაბილური განვითარების გარანტი იქნება.