leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალბერტ რუდე: დიდებული ქარიზმა აქვს, მიმტკიცებდა, რომ ვცდებოდი, როცა სხვა ფეხბურთელს ვირჩევდი

ესპანელი მწვრთნელი ალბერტ რუდე გიორგი ქოჩორაშვილთან მუშაობის პერიოდს იხსენებს და მას ძლიერი მენტალობისა და შრომისუნარიან ფეხბურთელად ახასიათებს.

„კასტელონში“ გიორგის მწვრთნელი ვიყავი. დიდი დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ მას განვითარებაში დავხმარებოდი, სტაბილურად და თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ უფრო მაღალ დონეზე ასულიყო. ერთი სეზონის შემდეგ „ლევანტეში“ დაბრუნდა, გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მისით ამაყი ვარ.

გიორგი სწავლისთვის ყოველთვის ღია იყო, ბევრს მუშაობდა, ყოველდღიურად ჩვენგან, როგორც მწვრთნელებისგან უფრო მეტს ითხოვდა, რომ მეტი და მეტი ესწავლა, წარმატება ძალიან „სწყუროდა“. როცა არ თამაშობდა, პოზიტივს ინარჩუნებდა, თავს არ იმართლებდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მე ვცდებოდი, როცა სხვა ფეხბურთელს ვირჩევდი.

მენტალურად და ემოციურად ის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. დიდებული ქარიზმა აქვს, რამაც განაპირობა ის, რომ „კატელონის“ ქომაგებთან ძალიან კარგი კავშირი ჩამოუყალიბდა. ის ჩუმი კაპიტანი იყო, გზას არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით აჩვენებდა, როგორც მინდორზე, ასევე მინდორს მიღმა. ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა. რა შემიძლია ვთქვა? ქოჩორას თამაში შთამბეჭდავი იყო“, – აცხადებს CrystalSport-თან ინტერვიუში ალბერტ რუდე.

ასევე იხილეთ