უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა თქვა, რომ მისი ნაკრები საქართველოსთან არ წააგებს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დიდი ტრავმიანობაა, საქართველო კი დიდი ტემპებით პროგრესირებს.
“სანიოლის ხელში საქართველო დაცვით, ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, რამაც მათ კარგი შედეგები მოუტანა, თუმცა ქართველებისთვის ყოველთვის შემტევი სტილის ფეხბურთი იყო დამახასიათებელი, მათ ევროზეც კარგად იასპარეზეს და ერთა ლიგაც ასევე დაიწყეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენთან ფავორიტები იქნებიან. ნაკრებში ტრავმიანობაა, თუმცა მაინც მგონია, რომ საკმარისი მზადყოფნა გვაქვს. ჩვენ ჩვენი კოზირები უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დამარცხებას ვერ შეძლებენ”, – თქვა უკრაინელმა მწვრთნელმა.
Sportsmole-ს ინგლისელ ჟურნალისტს, ჯონათან ოშის პროგნოზით, უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირებაში ბევრი გოლი გავა, საბოლოო შედეგად კი ფრეს მივიღებთ.
“უკრაინას რამდენიმე პრობლემა აქვს. პირველი ისაა, რომ სერგეი რებროვის გუნდს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დააკლდება. გარდა ამისა, უკრაინელებს არც საშინაო სტადიონის უპირატესობა ექნებათ, რაც კარგად მომზადებული საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, რომ მხოლოდ ერთი ქულის მოპოვების წინაპირობა გახდეს. თავის მხრივ, ჯგუფის ფავორიტ საქართველოს მკაფიო სათამაშო იდენტობა აქვს და შეტევაში არაერთი ტალანტი ჰყავს, რის გამოც მათ ერთა ლიგაზე წაუგებელი სერიის გაგრძელება დანამდვილებით შეუძლიათ”, – წერს ჟურნალისტი, რომელიც საბოლოო ანგარიშად 2:2-ს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოს დღეს, 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს.
წყარო: sportline.ge