ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის, ლალი მოროშკინას აზრით, მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებს ვადევნებთ თვალს, ის კონსერვატორულ ტალღაზე გადადის.
„მოდი, ვთქვათ სიმართლე – მსოფლიოს მართავს რამდენიმე კლანური ოჯახი, ხოლო პრეზიდენტები და პრემიერები, რომლებიც უმაღლეს პოსტებს იკავებენ, მათ ხელში ჩვეულებრივი მარიონეტები არიან: ვის სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს მმართველები გაკეთილშობილდნენ და ღვთისმოსავნი გახდნენ? აქ სულ სხვა პროცესია.
ზედა ეშელონმა საჭიროდ ჩათვალა, მსოფლიო კონსერვატიულ ტალღაზე გადავიდეს! ზედმეტი მოუვიდათ, ამერიკა ამერიკას აღარ ჰგავს და არაჩვეულებრივი ქვეყანა წამლის გასაღების ბუდედ გადაიქცა, ანუ იმ ზედა საზღვრამდე მივიდა, რამაც თავის დროზე რომის იმპერია დაანგრია.
ხვდებიან, რომ ამ ნანგრევებში შეიძლება თვითონაც მოჰყვნენ და იმ პაიკების გაწირვა დაიწყეს, რომლებიც ლიბერალურ ბაბლს ქმნიდნენ. როგორ გგონიათ, რატომ გადაწყვიტა ავსტრია-გერმანიამ თავიანთ რიგებში კონსერვატორების შემოყვანა?! იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ სხვა ტალღაზე გადავდივართ. ამ მოცემულობაში უკვე კამალა ჰარისი კი არა ტრამპი ხდება საჭირო ფიგურა, შესაბამისად, ზუსტად ახლა, არჩევნების წინ ჰოლივუდს დაარტყეს“, – აცხადებს ლალი მოროშკინა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.