leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი:ქოჩორაშვილო, ბაკურციხელო ჯეელო, ცოტა ხანს მოდექ აქეთ!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამას, როინ ქოჩორაშვილს მიმართავს, რომელმაც მისი აზრით, ბევრი უკადრებელი იკადრა.

ბაკურციხელო ჯეელო, ცოტა ხანს მოდექ აქეთ, რა!

ერთი მაგ 25-იანზე ხელი დაიდე და თქვი, ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი ფულები, შენ შვილს რომ მისცა ნაკრების წევრებთან ერთად კარგად შეირგე?

არა, მე არ ვიძახი, ნაკრებს არ ეკუთვნოდა-მეთქი, მაგრამ საერთოდ ეგეთი წერია – როცა ადამიანს ვერ იტან, როცა მის გაძევებაზე ოცნებობ, როცა მისი იდეალური მტერი ხარ და ამტკიცებ, რომ ის უნდა დაემხოს, მისგან ლამის ერთ მილიონს რანაირად იღებ?

გამოდი რა, კაცურად და თქვი, რომ არ ეთანხმები, რომ ის ღუპავს ქვეყანას და უარს ამბობ მის მილიონზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის? ცოტა ხნის წინ კურკლი გიხმებოდა, კახეთშიც კი არავინ გიცნობდა და ბიძინა ივანიშვილის ფულებით გაზულუქებულ-გაყოყოჩებული ისევ ბიძინა ივანიშვილს შეუტრიალდი შენი დეფექტიანი ენით და მის დამხობას წინასწარმეტყველებ.

და ბოლოს… უნდა გაგაფრთხილო: იცოდე, რა ფულიც ბიძინა ივანიშვილმა შენს ოჯახს აჩუქა, მაგას „ვოზდუხა“(გიორგი გახარია) სულ თავისთან მიგატანინებს ცრუ დაპირებით, რომ პარლამენტში დაგსვამს. იცოდე, ვერ დაგსვამს, ადრე ვინც დასვა, ყველა „ქართული ოცნების“ ეგიდით იყო. მაგან თანაპარტიელებს ადგილობრივი არჩევნების დროს სახლები და მანქანები გააყიდვინა, ფული მიატანინა და მერე გადაყარა, აღარ დააბრუნა. შენც ეგრე გიზამს და მალე გნახავ ბაკურციხის ბირჟაზე ჯიბის ბილიარდს რომ ითამაშებ.

ასევე იხილეთ