რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის გამართვაზე უარს ამბობს, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
„ის (პუტინი) უარს ამბობს ზომების მიღებაზე და ყოველ დღე ომისა და ნგრევის სასარგებლო მინიშნებებს ავრცელებს. ამ დღეებში ის გერმანიის კანცლერთან სალაპარაკოდაც არ არის მზად“, – განაცხადა ბერბოკმა.
გარდა ამისა, გერმანიის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა სამართლიანი მშვიდობისთვის.
გერმანულმა მედიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს. თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.