leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ნეტავ ამას ყოველი არჩევნების დროს არ ატყუებდნენ რომ…

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომ თითქოს აშშ-ს სანქციების გამო „ქართულმა ოცნებამ“ უკან დახევა დაიწყო და ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

ნეტავ ამას ყოველი არჩევნების დროს არ ატყუებდნენ რომ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებას აბარებს თუ ეგეთ სისულელეებს თვითონ იგონებს და აღმაშენებლის სტრატეგიად ნათლავს?!
ამბობენ, ხალხი ბრძენიაო და იცით, ყველაზე მეტად ხალხი ბრძენი როდის იყო? როცა ამას ყურებიანი პენსილვანია უწოდეს (მთლად ისე ვერ ვიტყვი, რანაირადაც უწოდეს).

აბა კაცო… „ოცნებას“ მეტი საქმე არა აქვს, შენნაირებს ძალაუფლება გადააბაროს… ისე სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ?

აი, მაგალითად, შეგვიძლია სამი ბატი ჩაგაბაროთ, ოღონდ ხელწერილის საფუძველზე, თან პირობა უნდა დადო, დილით რომ გარეკავ, საღამოს ისევ სამ ცალს მორეკავ. შეგვიძლია, შაქრო პაპას დაზღვეული სახედარიც ჩაგაბაროთ ცოტა ხნით.

წყარო: “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ