leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: გახარიაც და ხაზარაძეც თავისი არსით საშიშები არიან იმიტომ, რომ ის მზაკვრობა, რომელიც ამ ადამიანებს და მათ პოლიტიკურ ჯგუფებს გააჩნიათ, არის ძალიან მწვავე

“გახარიაც და ხაზარაძეც თავისი არსით საშიშები არიან იმიტომ, რომ ის მზაკვრობა, რომელიც ამ ადამიანებს და მათ პოლიტიკურ ჯგუფებს გააჩნიათ, არის ძალიან მწვავე”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ხაზარაძის და გახარიას მთავარი მიზანია ხალხი მოატყუონ თითქოს ისინი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ წარმოადგენენ.

“იყო მცდელობა დიდი ხნის განმავლობაში გამოკვეთილიყო შუაშისტური ძალა, რომელიც არ იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თითქოს ასოცირებული და ის გადაუწყვეტელ ხმებზე ნადირობის ასპარეზში მიიღებდა მონაწილეობას და წარმატებას მიაღწევდა, ვთქვათ ვიღაცების გულს მოიგებდა. მზაკვრობა არის აქ ჩადებული, რომ სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძის“ და ფილოსოფიის წიაღში არსებული ორი ადამიანი, რომელიც ირიბად, რა თქმა უნდა დაკავშირებულები არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, როგორც ერთი ისე მეორე. და პირველი, კიდევ ერთხელ შეიძლება გავიმეოროთ ხაზარაძის მოქმედებები, როგორც „ნაცმოძრაობის“ ბანკირის და მოლარის და ღამე გადაფორმებული ბიზნესები და გამოსახლებული ადამიანები უამრავი.

და აქეთ გახარია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არეულიყო და „ნაცმოძრაობა“ მოსულიყო ხელისუფლებაში რევოლუციის გზით. ორივე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფილოსოფიაში არსებული ჩახარშული ადამიანები არიან და მათი პოლიტიკური დანიშნულებაც არის ის, რომ ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრის და მოტყუების გზით, ისინი დაარწმუნონ, რომ ვითომ ისინი „ნაცები“ არ არიან და რაღაც ხმებზე დაიწყონ ნადირობა”,  – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ