leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: „ქართული ოცნების“ გეგმები გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას და ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ

„გუშინ საზოგადოებამ ნათლად იხილა ბატონი ბიძინას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც აფასებდა განვლილ 12 წელს და საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით. ეს იყო აბსოლუტურად გამყარებული კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში გამოყენებული იყო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, კვლევები და ინდიკატორები.

„თუმცა ამ 12 წლის მიღწევას სჭირდება შენარჩუნება და ბატონი ბიძინა საუბრობდა, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორიც არასდროს, რომ მიღწეული შევუნარჩუნოთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია გეგმები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. გეგმები, რომლებიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას. ამ ყველაფერს მივაღწევთ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ბატონი ბიძინას გზავნილები ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ასევე იხილეთ