leaderboard_below_slide
left_sabechdi

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ ინტენსიურად ჩაერთვება ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილების პროცესში

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „ინტენსიურად ჩაერთვება“ პროცესში ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად”.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც შეკავების, ასევე დიპლომატიის გზით, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი“, – განუცხადა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო და აღნიშნა, რომ მოსახლეობას დახმარება არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა „ლიბანში დიპლომატიური გადაწყვეტის“ საჭიროებას.

„ლიბანის მომავალი ლიბანელი ხალხის გადასაწყვეტია და არა ვინმე სხვისი“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.

ასევე იხილეთ