აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს სროლა გაერო-ს მშვიდობისმყოფელების მისამართით ლიბანში.
პარალელურად, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა დაგმეს გაერო-ს მშვიდობისმყოფელების დაშავება, რაც ისრაელის სამხედროების მხრიდან სროლამ გამოიწვია. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ინციდენტები არის გაუმართლებელი და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
„ჩვენ გამოვხატავთ აღშფოთებას მას შემდეგ, რაც ნაქოურაში რამდენიმე სამშვიდობო დაშავდა. ეს თავდასხმები წარმოადგენს ისრაელის ვალდებულებების სერიოზულ დარღვევას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციით და ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ყველა სამშვიდობო უნდა იყოს დაცული და ვიმეორებთ ჩვენ ქებას ლიბანში გაერო-ს ჯარების/პერსონალის მუდმივი და შეუცვლელი ვალდებულების მიმართ ამ ძალიან რთულ ვითარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.